23:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 17:56:40, 642 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის უწყება აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებს მასპინძლობს

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალი დღეს გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები;

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ავიაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული გვარდიის რეფორმირების მიმართულებებზე. გენერლებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამების მხარდაჭერის საკითხები.

აშშ-ის და საქართველოს სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics