02:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 15:52:24, 672 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

ქალაქ მცხეთის შესასვლელთან I ქვეითი ბრიგადის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანა მცხეთიდან თბილისში, „გიგანტის“ დასახლებაში მდებარე უზრუნველყოფის ბატალიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი.  ხოლო ამავე ქვედანაყოფის ორი სამხედრო დაშავდა. დაშავებული სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი მკურნალობის კურსის ჩატარების მიზნით გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათში გადაიყვანენ.   

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics