2016-11-22 11:51:36, 678 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიის ინფორმაციით, ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
განკარგულებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან