2016-11-21 19:52:54, 639 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტი: საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას მხარი დავუჭირეთ
ეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა.
"თუ როგორ უნდა გადაწყდეს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით გაწვევის საკითხი, გლობალურად შემდეგ, სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება განხილული",- აღნიშნა პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან