00:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:39:14, 1014 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები არ უნდა გვყავდეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა.

პრეზიდენტმა სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება  ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილა.  გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მედიის დაცვის მექანიზმები უნდა გაძლიერდეს:

„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულობაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტური მედიის არსებობის  აუცილებლობა.  არავის, არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ  არ უდნა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი რეიტინგის მიზეზით დახურული თოქ-შოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე. არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი. ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი, რაც დღეს ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მივიჩნევ, უნდა გაძლიერდეს მედიის დაცვის მექანიზმები და შეიქმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics