01:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 17:49:43, 1200 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი

„ ხვალიდან, ზეგიდან ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

უსუფაშვილის თქმითვე, ოპონირებისას მისი  ამოცანა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება იქნება:

„ვარ პოლიტიკაში, ვარ ოპოზიცირ პოლიტიკურ ველზე, ამიტომ  ხვალიდან, ზეგიდან ვიქნები ხელისუფლების ოპონენტი და არა მისი მტერი. ამ ოპონირებისას ჩემი ამოცანა იქნება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. მაასთან ყველამ ცოტა მოთმინებასაც  უნდა მოვუხმოთ, ყველა  ხელისუფლება, რომელიც ხალხის ლეგიტიმაციითაა აღჭურვილი და ამაში ეჭვი არავის შეაქვს, დღევანდელი მმართველი ძალა ხალხის მანდატითაა აღჭურვილი, იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს გარკვეული ვადა. მე არ ვიქნები ჩასაფრებულის პოზიციაში, მაგრამ ვიქნები დაინტერესებული, რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics