22:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 15:22:36, 964 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: განათლების სისტემას კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა საფუძელშივეა რაღაც შესაცვლელი

„რამდენადაც ვიცი, ვრჩები თანამდებობაზე და ვგეგმავ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშაო სამინისტროში “,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, განათლების სისტემაში ბევრი საკითხი საფუძელშივე შესაცვლელია.

 „პრემიერი სანამ არ წარადგენს და პარლამენტი სანამ არ დაამტკიცებს შემადგენლობას ვერ გეტყვით, თუმცა მე რამდენადც ვიცი ვრჩები პოსტზე. ვგეგმავ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყო სამინისტროში და ვიმუშაო. ძალიან შორს მიმავალი გეგმებია. ძალიან ბევრი რამე, მათ შორის საფუძველშიც შესაცვლელია.მოგეხსენებათ, ჩვენს განათლების სისტემას სხვადასხვა დროს კოსმეტიკური რემონტი უტარდებოდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისეთი ვითარებაა, როცა საფუძველშივე არის რაღაცეები შესაცვლელი. ამას ფართო საზოგადოების ჩართულობაც დასჭირდება. ძალიან ბევრი სამსჯელო და სანერვიულო საკითხი იქნება, რომელიც ქართველებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ მომავალი თაობის განათლების მიღებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ჯეჯელავამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics