21:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 17:49:56, 1021 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვანო მაჭავარიანი: დონალდ ტრამპის არჩევა ახალ შესაძლებლობებს იძლევა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი წინასწარი შედეგებით,  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ეხმაურება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა  ახალ შესაძლებლობებს იძლევა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. ამასთან, მაჭავარიანის შეფასებით, საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი შეიძლება გახდეს.

„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. არსებობს ქარტია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და შესაბამისად, ვფიქრობთ, ახალი არჩევნების შედეგები,  რომელიც ასე თუ ისე დღეს ცნობილია, არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებშია და უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს აპარატი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესდეს. არჩევნების შემდეგ არის გარდამავალი პერიოდი, მომავალ წელს უკვე იქნება ტრამპი თავის ფუნქციებში.  მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდება ადმინისტრაცია, გუნდი, რომელიც იმუშავებს ამ თემებზე. აშშ იქნება ძალიან აქტიურად ჩართული გლობალური პრობლემების მოგვარებაში.ტრამპმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა საქმე ეხება ქვეყნების თავისუფლებას, დემოკრატიას, პარტნიორობას, ბატონი  ტრამპი ამ მიმართულებით მკვეთრადაა ჩამოყალიბებული და საქართველოს ურთიერთობები აშშ-თან მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი შეიძლება გახდეს. ჩვენ ამაში ძალიან აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის თქმით, აშშ-სა და რუსეთ შორის დიალოგის მცდელობა იქნება.

„ თუმცა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ  ამერიკასა და რუსეთს შორის არსებული ვითარება მოკლე ვადაში შეიცვლება“,-დასძინა  ვანო მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics