00:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:46:01, 1136 ნახვა

კომენტარი სამხედრო
ლევან იზორია: საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია

„ეს თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი,  რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე და დეტალურად შევისწავლე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება და სამინისტრო კვალავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას“, - ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

იზორიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგში ინტენსიურად იყვნენ ჩართულები როგორც საქართველოს პარტნიორები, ასევე ქართველი ოფიცრები.

„ამ დიალოგში ინტენსიურად ჩართულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი ოფიცრებიც  და ამ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, მათ შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ წვევადელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული თავდაცვის უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ არ იყო გაუქმებული, თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას. რატომ? პირველი,  ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი  გახლავთ ის, რომ ყველა ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, თავის დროზე შეაჩერეს წვევავმდელების სისტემა, თუმცა კვლავ აღადგინეს. ქვყენები სადაც ეს სისტემა იყო გაუქმებული, მიდის აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სისტემა იქნას შემოღებული და რატომ? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ თავდაცვაზე, ტოტალურ თავდაცვაზე, ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ  ჯარის საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ამის საზომი გახლავთ თუ რამდენად არის ის დაკომპლექტებული. შესაბამისად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია“,-განაცხადა იზორიამ და მანვე დასძინა, რომ წვევამდელთა სისტემა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე საკონტრაქტო.

მანვე განმარტა, რომ წვევამდელი მიიღებს მნიშვნელოვან საბაზისო მომზადებას, როგორსაც საკონტრაქტო მოსამსახურე.

„ჩვენ არ გვინდა ძველ სისტემას დავუბრუნდეთ, ჩვენ გარკვეული ნოვაციებით წარვსდექით საზოგადოების წინაშე. მნიშვნელოვანი ნოვაცია გახლავთ ის, რომ წვევამდელი მიიღებს ისეთივე საბაზისო მომზადებას, როგორსაც საკონტრაქტო მოსამსახურე. მას ექნება განცდა, რომ ის არის სრულფასოვანი ჯარისკაცი და მისი ინდივიდულაური მომზადების დონე მოგვცემს სწორედ ზოგადად ჩვენი საბრძოლო დანაყოფების, საბრძოლო მომზადების დონის კარგ ხარისხს. მათ ასევე ჩვენ ვთავაზობთ უქმე დღეებს, დღეს მხოლოდ ორჯერ ისვენებენ  წელიწადში, ბუნებრივი ჩვენ რამდენჯერმე გავზრდით სახელფასო უზრუნველყოფას.  ეს მათ მეტ მოტივაციას მისცემს და კვალავ დამატებითი საფუძველი რაც არის მათ ავტომატურად სურვილის შემთხვევაში საკონტრაქტო მოსამსახურის  რანგში გააგრძელონ სამსახური“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics