21:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 11:10:41, 653 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ

საქართველოს თვდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ ვოლკერ ვიკერთან ერთად ავღანეთში გერმანულ ბაზა "მარმალზე" ერთობლივ სამხედრო სწავლებას დაესწრნენ. საჩვენებელი სწავლება სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის მოეწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება, რომელიც ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით პირველად განხორციელდა, ბაზა "მარმალის" საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა და მასში ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები და გერმანული ჯავშანტექნიკა. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს. სწავლების მიმდინარეობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჰარტმუნტ რენკი აკვირდებოდა. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნაში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს პირადად გაესაუბრა და სწავლების მაღლ დონეზე ჩატარება მიულოცა.

„მათი ინიციატივა იყო, მსგავსი წვრთნების ჩატარება. გერმანელი გენერლები არ მალავენ თავიანთ აღფრთოვანებას, რომ ასეთი კომბინირებული, თითოეული ერის ჩართულობით მოხდა წვრთნების ეფექტიანად ჩატარება. ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს, ძალიან მაღალი დონე თავიანთ პარტნიორებთან ერთად და გენერლის მიერ, გენშტაბის ხელმძღვანელის გერმანიიდან, ჩვენ დავიმსახურეთ ძალიან დიდი მოწონება, ამ წვრთნების ინიცირებისთვის და მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის. მე პირადად ვარ ამაყი, როდესაც ამას ვხედავ და ამ დაფასების სიტყვებს ვისმენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ქართველ სამხედროებს სიტყვით გერმანიის შეიარაღებეული ძალების მეთაურმა გენერალმა ვოლკერ ვიკერმაც მიმართა და ქართველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics