22:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:53:53, 1368 ნახვა

კომენტარი
აკაკი საღირაშვილი: გაუგებარია პირების განცხადება, რომლებიც „საქართველოს რკინიგზის“ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას ცდილობენ

სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება.

როგორც „რკინიგზაში“ განმარტავენ, „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის „23-ე ბიუროსთან“ საკონტრაქრო ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით გაფორმდა.

მათივე ცნობით, დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას, ასევე საერთაშორისო ტენდერით გამარჯვებული კომპანია ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

„ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ პირების განცხადება რომლებიც ცდილობენ, საქართველოს რკინიგზა“ წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტის მხარე, ვინაიდან რკინიგზა არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს, სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში, ისევე, როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორი კომპანიის შემთხვევაში, იგი მოკლებულია უფლებას, ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში. ჩვენ ვცდილობთ, დარეგულირდეს საკითხი და ნორმალურ პირობებში წარმიმართოს სამშენებლო სამუშაოები. მოვუწოდებთ მხარეებ ს, მიიღონ შესაბამისი ზომები სიტუაციის განმუხტვისათვის“, - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ, „საქართველოს რკინიგზაში“ ამბობენ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები აქვთ.

„საკითხის გარკვევაში ჩართული არიან სამართალდამცველი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზს“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics