12:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 14:49:36, 981 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ქვეყანამ ნამდვილად აჩვენა დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ქვეყანამ კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა.

როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არჩევნები დემოკრატიულ და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ჩატარდა.

"მიუხედავად ძალიან ეპიზოდური, უმნიშვნელო დარღვევებისა საბოლოო შედეგზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს და ვერც ექნება. რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა, ყველა დარღვევაზე იყო შესაბამისი რეაგირება. ყველას ვაჩვენეთ, რომ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ ეს სწორედ საზოგადოების გმირობის შედეგია", - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის წევრმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა კამპანიის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

"მხარდაჭერის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საარჩევნო პერიოდი ძალიან ხანგრძლივი იყო. ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. არჩევნები დემოკრატიულ და უპრეცედენტო მშვიდობიან გარემოში ჩავატარეთ. თუ გავიხსენებთ 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებს, 2016 წლის არჩევნები იყო სამაგალითო. საზოგადოებას უნდა მივულოცოთ, რომ ქვეყანამ ნამდვილად აჩვენა დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა ოლქში "ქართული ოცნება" ლიდერობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics