14:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 12:28:09, 680 ნახვა

რეგიონი
სარფის გამშვებ პუნქტთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და თურქეთის კონსული მივიდნენ

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მეორე დღეა  შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს.

 „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის კონსულთან ერთად.

როგორც პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ თურქულ პროგრამაზე მოხდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც სისტემა  მწყობრიდან გამოვიდა. 

„სავარაუდოდ თურქულ პროგრამაზე, ანუ სასაზღვრო პროგრამაზე   კიბერშეტევა მოხდა ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა მოგვარდება. დღეს მიმდინარეობს სარფში ორი მიმართულებით მუშაობა. პირველ რიგში რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ეს პროგრამა, ხოლო მეორე რიგში დროულად მოხდეს ჩვენი ხალხის გამოტარება. ეს პრობლემა არ არის   მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტზე, ანალოგიური პრობლემებია ყველა საზღვარზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში“,-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ჯერჯერობით  უცნობია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში  იქნება შეფერხება სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics