13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 13:00:43, 1094 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელებას.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნულ საკიტხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

"ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება. ჯობია, რომ დავიცადოთ, რადგან ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 30-ში არის მეორე ტური და სხვათა შორის მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები არ დასრულებულა, ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი, რათა პარლამენტში წარსდგეს უკვე მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები რა თქმა უნდა, სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics