12:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 13:50:16, 996 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: სამინისტროების შემცირების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები გასატარებელი არ არის

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობაში კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი არ არის.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული.

"მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება პარლამენტის ახალ შემადგენლობას, ეს ფაქტია. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ჯერ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც ვიცი, პრემიერი და მისი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე საუბარია მთავრობის ოპტიმალური სტრუქტურის შესახებაც. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული. ვფიქრობ, რომ თითოეულ უწყებაში შიგნითაც საჭიროა ამის მუდმივი გადახედვა, მათ შორის -  ჩვენთანაც", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

რაც შეეხება სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, როგორც ჯეჯელავა მიიჩნევს, ამ მხრივ მნიშვენლოვანი ცვლილებები გასატარებელი არ არის. 

 "ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და სადაც ჩვენზე ნაკლები სამინისტროა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მხრივ საჭიროა. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევებში იყოს ოპტიმიზაცია, თუმცა მუშაობის ტემპის დარღვევის გარეშე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics