12:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 11:40:22, 1103 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: რომ არა დაშინების ფაქტები, ყიზილაჯლოში იმამკულიევი გაიმარჯვებდა

„რომ არა დაშინების ფაქტები, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმამკულიევი გამარჯვებული იქნებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  სოფელ ყიზილაჯლოში  ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, მთავარი პრობლემა, რაც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი, ყიზილაჯლოში იყო, არის დაშინებისა და მუქარის გზავნილები.

„ამ სოფელში სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმა,  აიყვანეს 6 ახალგაზრდა. მოსამართლემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, ენახა მტკიცებულებები და ჩანაწერები, მართლა იღებდნენ ისინი ძალადობაში მონაწილეობას თუ არა. თავისთავად ეს ინციდენტი მოყვა  გაყალბების მცდელობას. მთავარი პრობლემა არის ის, რაც ხდებოდა და გუშინდელი ღამის ჩათვლით რა გზავნილსაც იღებდნენ ამომრჩევლები - თუ აქ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, დაკავებული ახალგაზრდების ბედი იქნება მძიმე. ეს არის კლასიკური მეთოდი ამ რეჟიმის. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დღეს მაინც ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს პროცესმა, ამომრჩევლებს ჰქონდეთ განცდა, რომ აქ დღეს მაინც შეუძლიათ, მოვიდნენ, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. ეს დაშინება რომ არა, აქ არჩევნები დამთავრებული იქნებოდა და ჩვენი კანდიდატი იმამკულიევი უკვე გამარჯვებული იქნებოდა“,-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics