2016-10-21 17:59:09, 1620 ნახვა
სამართალი სამხედრო
ლევან იზორია კახეთში მომხდარი ავტოავარიის ადგილზე გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კახეთში ავტოავარიის ადგილზე გაემგზავრა.
მინისტრი დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს.
ცნობისთვის, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი „კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომანქანა ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან