|
2016-10-17 14:35:52, 1691 ნახვა
სამართალი კომენტარი
წულუკიანი: უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე ნადირობა ჰქვია
„ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე ნადირობა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტრანსგენდერზე თავდასხმის ფაქტს. მისივე შეფასებით, ეს ადამიანები, ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. „ვფიქრობ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე ძალადობა. არ შემრცხვება და ვიტყვი, ნადირობა, იმიტომ , რომ ეს ადამიანები ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ყველა დანარჩენი“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)