13:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 18:05:52, 366 ნახვა

საზოგადოება
დევნილი ბავშვები კატარში სასკოლო ოლიმპიადას დაესწრებიან

17 დევნილი ბავშვი, კატარის ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით, ქალაქ დოჰაში 2015 წლის მარტში სასკოლო ოლიმპიადის ფინალზე დასასწრებად გაემგზავრა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, დევნილი ბავშვები ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან სასკოლო ოლიმპიადის ფინალს, დანარჩენ ორ დღეს კი საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კატარის ღირსშესანიშნაობები. მგზავრობის,ცხოვრების და შიდა გადაადგილების ხარჯებს კატარის მხარე საკუთარ თავზე იღებს.
„მოსწავლეების შერჩევა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად მოხდა. კონკურსანტების შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება, მაღალი აკადემიური მოსწრება,  მოსწავლის ოჯახის სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა და სხვა.    
იხილეთ შერჩევის კრიტერიუმები:(http://mra.gov.ge/geo/news/show/189/6270)
კონკურსში მონაწილეობა 11-15 წლამდე ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შერჩევის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.  განცხადებების მიღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და მის ტერიტორიულ ორგანოებში მიმდინარეობდა“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics