12:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 10:51:37, 738 ნახვა

სამხედრო
შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 384-მა ახალწვეულმა თბილისში, გორსა და ქუთაისში სამხედრო ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიალს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი სამხედრო საქმეს შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics