2015-03-17 11:52:19, 355 ნახვა
საზოგადოება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ლტოლვითა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სამინისტროსგან ბინების დაკანონებას, ან 50 ათასი ლარის გადახდას ითხოვენ.
მათივე განცხადებით, ისინი ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის 35-ე კორპუსში 20 წელია ცხოვრობენ და საცხოვრებელი ფართის დაკანონებას დღემდე ვერ მიაღწიეს.
ამასთან, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, დევნილთა ერთი ნაწილისთვის ბინები უკვე შესყიდულია და უახლოეს მომავალში და საცხოვრებელი ფართების გადაფორმებას უახლეს მომავალში იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან