22:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 22:27:00, 1017 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი: კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 

ნანუაშვილი არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს,  გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და სტაბილური გარემოს შენარჩუნებას ხელი შეუწყონ:

„კანონდმებლობით  მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვას. კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებ, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ სახალხო დამცველის მონიტორებმა ძალადობის ცალკეული ფაქტები დააფიქსირეს.

„განსაკუთრებით მწვავე იყო მარნეულში 48- ე უბანზე შექმნილი ვითარება. ასევე, ჩვენი ინიციატივით დაიწყო თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა“,-აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics