15:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 19:12:59, 721 ნახვა

სამხედრო
აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობით სამთო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედროებმა  და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და სამთო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების დასასრულს წარმატებულმა სამხედროებმა  სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნებიც მიიღეს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ  სამთო კურსი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაიარა. სამი კვირის განმავლობაში მათ სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს.

ისინი კლდეზე ცოცვისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკასაც დაეუფლნენ და კლდიდან დაშვება, 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილება და კარვებში ღამის გათენება მოუწიათ. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტიც ჩააბარეს, რომელიც  ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს,  კლდეზე ცოცვას,  კლდეზე დაშვებას და  12 კმ.+1200მ-ზე გადაადგილებასა და ასვლას მოიცავდა.  

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics