02:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 19:51:55, 990 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ტყემალაძე: ჩვენ არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას და არც სხვების მხრიდან მოვითმენთ მსგავს საქციელს

"თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, გუშინ ტელეკომპანია "იბერიის" პირდაპირ ეთერში მისი პარტიისა და "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც ტყემალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მსგავსი დაპირისიპირება რამდენიმე დღის წინაც მოხდა.

"ჩვენი პარტიის წევრს ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდა პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრთან, ირაკლი ღლონტთან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მსგავსი ფაქტი, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერშიც მოხდა. ამ ყველაფერს უკვე სერიალის სახე მიეცა. ჩვენმა პარტიის წევრებმა ორივე შემთხვევაში "მრეწველების" მუნდირი დაიცვეს. არ მახსოვს ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს "მრეწველებისთვის", ვინმეს შეურაცხყოფა მიეყენებინოს.  მოვუწოდებ ამ პარტიების ლიდერებს გააკეთონ განცხადება, ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ლიდერების დაკვეთას არ ასრულებდნენ. ჩვენ არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, ამიტომ არც სხვების მხრიდან მოვითმენთ მსგავს საქციელს. ისინი თავიანთი გამონათქვამებით, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ", - განაცხადა ტყემალაძემ.

ამასთან, ზურაბ ტყემალაძემ მარნეულში პარტიის ოფისის დარბევაზეც ისაუბრა.  

"მარნეულში რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიის ოფისი დაარბიეს. დარბევაში მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი მირიევ  ნიზამი და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი მახირ იუსუფოვი. ეს პირები მუშტი-კრივით მივიდნენ პარტიის ოფისში, სახელმწიფო დროშა დახიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენ წარმომადგენლებს. პოლიცია რა თქმა უნდა გამოიძახეს, შეადგინეს აქტი. ეს პიროვნებები არიან იდენტიფიცირებულები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ პარტიის ლიდერებს შესაბამისი განცხადებები გააკეთონ. მსგავსი საქციელი არის მიუღებელი და ეს არის იმ პროვოკაციების დასაწყისი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" გვპირდებოდა. მიფიქრია, რომ ეს შესაძლოა ვინმეს მიერ იყოს ინსპირირებული, მაგრამ საბოლოო ფაქტი სახეზეა", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics