19:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 14:09:01, 1410 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი: რომ არა რეგიონალური შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფორუმის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ რეგიონში შოკების არ არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა.

ექს-პრემიერმა ეკონომიკური ფორუმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო.

„შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემგან, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვიყავი. ვფიქრობ, ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო. ყველა შევთანხმდით, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. ძირითადი პრობლემა გარე შოკი დასახელდა ყველას მხრიდან. ყველა გამომსვლელმა გააკეთა აქცენტი, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, ამ ფონზე ყველაზე წარმატებით საქართველოს ეკონომიკა განვითარდა. ამ შოკებში წარმოიდგინეთ, რომ ნავთობის ფასის ვარდნა იყო ძირითადი. პირდაპირი მნიშვნელობით თუ გავიგებთ, საქართველო ნავთობის მომხმარებელი ქვეყანაა და პირიქით, ამას პოზიტივი უნდა მოეტანა, მაგრამ პროპორციები იმ შედეგიდან, რაც სიიაფით მივიღეთ, იმისგან, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან დაზარალდნენ და შოკური ეკონომიკა ჰქონდათ, არ არის შესატყვისობაში. პირობითად, თუ 200 მილიონი პლიუსი მივიღეთ იაფი ნავთობის ხარჯზე, იმიტომ, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებში ეკონომიკა შეფერხდა, იყო სტაგნაცია და ეკონომიკის კლება. ამ რეგიონულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. ძირითადად, ყველა შეთანხმდა - რომ არა რეგიონალური შოკი, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა. აღნიშნული შოკის პირობებში საქართველოს ეკონომიკა იყო საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღად გამოიყურებოდა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უკვე დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics