14:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:07:52, 655 ნახვა

სამხედრო
კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა

თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა.

მონაწილეებს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ სიტყვით მიმართეს და მსაგვსი კურსებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების საბაზისო კურსი კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებლებისთვის“ თავდაცვის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისთვის არის განკუთვნილი და მას მხარს უჭერს ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი პირები მონაწილეებს საქართველოს კიბერსაფრთხეებისა და პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში კიბერელემენტების გამოყენების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან; ასევე, განხილული იქნება კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული აქტები, კიბერუსაფრთხოების ძირითადი ტერმინოლოგია და მავნე პროგრამული უზრუნველყოფა. ყურადღება თავდაცვის სექტორისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გამახვილდება.

ანდრია გოცირიძის თქმით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინიციატივით, დღეს საფუძველი ჩაეყარა სავალდებულო კურსს, სადაც მსმენელები იმ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, რაც საჭიროა ყველა მომხმარებლისთვის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics