01:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 11:14:48, 626 ნახვა

რეგიონი
ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც; საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა კი, მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასული წლის ივლისში მიიღო, როცა იგი ეთნიკურად სომეხ ფოკელ მოზარდებთან ერთად ზემო სვანეთში იმყოფებოდა.  ახალგაზრდებმა   ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს; მოსწავლეებმა მიიღეს დაპირება, რომ მათ სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავების მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოუწყობდნენ, როგორიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო 30-მდე სხვა სოფელში. 

აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics