12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 22:56:08, 645 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სასტურმო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში აქტიურად დაიწყება ამ სტრატეგიაზე მსჯელობა.

„ამ სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ასევე მოვახდინოთ ჩვენი შეიარაღების მნიშვნელოვანი გადახალისება უფრო თანამედროვე ტექნიკით. რაც მთავარია ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ მდგრადი და სტაბილური იმიტომ რომ ჩვენი თავის დაცვა ჩვენ უნდა შევძლოთ. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს უნარები გავუმკლავდეთ საფრთხეებს და შევამციროთ ისინი. მთავარი მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის თავდაცვის ინსტიტუციონალური მშენებლობა. ყველა უნარის და შესაძლებლობის მაღალ ხარისხში აყვანა უნდა მოხდეს, რომელიც ნატოსთან თავსებადს გაგვხდის. ბუნებრივია ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყნის გლობალურ განვითარებასთან, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს გზით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში დავით ნარდაია დაესწრნენ. ალიანსის მხრიდან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატოს სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics