12:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 22:42:28, 581 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში, ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სწავლების მონაწილე ქვედანაყოფებმა მოწვეული სტუმრებისათვის საჩვენებელი წვრთნები გამართეს. სამხედრო წვრთნების სცენარი რეიდს, ავიაციის და საარტილერიო დანადგარების ცეცხლს სამიზნეზე, უსაფრთხოების ოპერაციებს, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერას, მექანიზირებული ქვედანაყოფების ობიექტზე შეტევას, სწრაფი თავდაცვის მოწყობას, მოწინააღმდეგის კონტრშეტევის მოგერიებას და უკან გამოსვლას მოიცავდა. წვრთნებში ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია გამოიყენეს.

საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისათვის სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016”-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა დაეთვალიერებინათ.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

„Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 9 სექტემბერს ორფოლოს სასროლეთზე დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics