12:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 20:02:42, 3541 ნახვა

კულტურა
მიხეილ გიორგაძემ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, დავით კინწურაშვილს დღის განმავლობაში ჰქონდა დრო, რომ მიეღო გადაწყვეტილება და თანამდებობა თავის ნებით დაეტოვებინა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

„სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კინწურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევა.

რაც შეეხება ოპერის თეატრის დირექტორს ალექსანდრე მოწონელძეს, მიხეილ გიორგაძის განმარტებით, ის დროებით დირექტორის მოვალოებას შეასრულებს, ვიდრე სხვა კანდიდატი არ იქნება შერჩეული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics