2016-07-25 14:17:49, 1172 ნახვა
სამართალი
თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე შპს „დიდუბის“ დირექტორი დააკავეს
თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებსა და შპს „დიდუბის“ დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შპს „დიდუბის“ დირექტორმა მოვაჭრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან