2016-07-20 16:43:55, 1080 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა
14-19 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ბათუმის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“ და „გარდაბანი“, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: მათ შორის: 466 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატი და 13 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრებმა შემოწმებისას, მოქალაქის ხელბარგში ასევე 6,64 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ე.წ. „მარიხუანა“ იპოვეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან