2016-07-20 12:47:07, 1214 ნახვა
სამართალი
ბათუმში გამთენიისას სამი მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულებს ჭრილობები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან