01:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 10:27:42, 630 ნახვა

სამხედრო
ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისია ოფიციალურად დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართულ ხუთეულს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დახვდა. მან აფრიკის კონტინენტიდან დაბრუნებულ სამშვიდობოებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდა ევროკავშირის მისია, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ეს ჯგუფი სწრაფი რეაგირების ამოცანას ასრულებდა. ჩვენი ბიჭები ევროკავშირის მრჩევლების უსაფრთხოებას იცავდნენ და მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული ამოცანები. დღეს მშვიდობით დაბრუნდნენ საქართველოში. მათ ევროკავშირის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს. ჩვენ უკვე ვემზადებით ევროკავშირის ახალი მრჩეველთა მისიისთვის, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში დაიწყება“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

ქართულმა სწრაფი რეაგირების ხუთეულმა სამხედრო-მრჩეველთა მისია მიმდინარე წლის 12 აპრილიდან 11 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეასრულა. ეს უკვე მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) იყო ჩართული.

სამხედრო-მრჩეველთა მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის 16 ივლისს ოფიციალურად დასრულდა. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედროებს მისიის წარმატებით დასრულება ფრანგმა ბრიგადის გენერალმა დომინიკ ლოჟელმა მიულოცა და საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლობის სახელით ევროკავშირის მედალი „EUMAM RCA“ გადასცა.

ევროკავშირის ეგიდით ცარ-ში წარმოებული სამშვიდობო ოპერაცია ადგილობრივი მთავრობის დახმარებას და მათთვის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ადგილობრივი სამხედრო ძალების რეორგანიზაციაში მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეულის მთავარი ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics