2016-07-16 14:22:01, 1214 ნახვა
სამართალი
თურქეთის ხელისუფლება ამბოხებული სამხედროების სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას განიხილავს
თურქეთის ხელისუფლება ამბოხებული სამხედროების სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს თურქეთის საკონსტიტუციო საბჭო შეიკრიბება, რომელიც სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ იმსჯელებს.
პრემიერის განცხადებით, დაკავებულია ამბოხის მონაწილე 2800–ზე მეტი ოფიცერი, მათ შორის 5 გენერალი და 28 პოლკოვნიკი.
ილდირიმის თქმით, ამბოხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200–ს გადააჭარბა, დაჭრილების რაოდენობამ – 1500–ს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან