11:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 17:37:30, 1063 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ევროკავშირთან დაახლოების მიზნით განხორციელდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თეა წულუკიანმა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს როლზე გაამახვილა ყურადღება. იუსტიციის მინისტრმა  კონფერენციის მონაწილეებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, ტრეფიკინგთან ბრძოლის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების კლების ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით ხუთჯერ არის შემცირებული.

მე-13 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, რომელმაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

წელს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დისკუსიის ძირითადი თემებია: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები; ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, მისი მომავალი, გამოცდილება და მთავარი გამოწვევები; ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და ვიზის ლიბერალიზაციის საკითხები. 

კონფერენციაზე 100-ზე მეტი სტუმარი ჩამოდის უცხოეთიდან – პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.  ღონისძიება ორდღიანია და 15 ივლისს სრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics