2016-07-14 18:44:51, 1295 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თამაზ ურთმელიძეს მეორე ვადით მოსამართლეობაზე უარი უთხრა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თამაზ ურთმელიძე მეორე ვადით მოსამართლედ არ აირჩია. საბჭოში მოსამართლეების კანდიდატებს დღეს უყარეს კენჭი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეობის 10 ვაკანსიაზე თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ნათია შიოშვილი, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე, თამარ ჩიხლაძე აირჩიეს.
თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან