12:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 13:02:51, 926 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვმუშაობთ, რათა მეტი დამსაქმებელი დავაკავშიროთ უნივერსიტეტთან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, გერმანული მოდელი, ანუ დუალური განათლება სწავლასთან ერთად მუშაობას გულისხმობს.

როგორც ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს ბიზნესის წარმომადგენლებთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომ  უნივერისტეტს უფრო მეტი დამსაქმებელი დაუკავშირონ.

„დუალურ განათლების მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, სექტემბერში და სულ მუდმივად უნივერსიტეტებთან მიმდინარეობს მუშაობა, სულ უფრო მეტი სასწავლო ადგილი გახდეს დაკავშირებული სამუშაო ადგილთან.. თან რომ სწავლობ და თან მუშაობ, ეს არის დუალური განათლება და ითვლება, რომ ამ დროს ყველაზე კარგად სწავლობ, რადგან პრაქტიკული ცოდნა და თეორია ერწყმის ერთმანეთს. ეს აქამდე რეგულირებული არ იყო და თქვენ თუ აქამდე ამას აკეთებდით, აკეთებდით თქვენით. ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ ასეთი კავშირების დამყარებას, ყოველდღიურად ვმუშაობთ ბიზნესებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა სულ უფრო მეტი დამსაქმებელი დავაკავშიროთ უნივერსიტეტებთან და წავახალისოთ თუნდაც მატერიალურად, ასეთი დუალური სისტემა. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგები ახლაც გვაქვს და კიდევ გვექნება მუდმივად. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ როგორც კომპანიებს, რომ მათ აინტერესებდეთ სტუდენტბის აყვანა სამსახურში, ასევე ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, რომ მათ აინტერესებდეთ დუალური მიმართულებით სწავლა, რადგან ეს ძნელდება, ანუ მეტი საქმე გაქვს. სწავლა და პარალელურად მუშაობა ძალიან დიდი დატვირთვაა, ძალიან რთული გასაკეთებელია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას მატერიალური მხარდაჭერაც დასჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics