2016-07-11 17:52:05, 1044 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, „ლაგოდეხი“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ვალე“, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: მათ შორის: 81 აბი ნარკოტიკული ნივთიერებები შემცველი პრეპარატი და 222 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრებმა შემოწმებისას, მოქალაქის ხელბარგში ასევე 9.13 გრ ე.წ. „მარიხუანა“ იპოვეს.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
(ns)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან