2016-07-11 14:32:38, 1071 ნახვა
სამართალი
მაია რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვა
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვა.
მას ბრალი "მაგნოლიის" ნაწილში 182-ე მუხლით ოფიციალურად წაუყენეს.
აღნიშნული მუხლი ქონების მითვისებას ითვალისწინებს. დღესვე ბრალი წაუყენეს გუკა რჩეულიშვილს, სალომე ჩარკვიანსა და ირაკლი მინდელს. ადვოკატის გნამრტებით, თბილისის საქალაქო სასამართლო 4-ვე მათგანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ერთ დღეს იმსჯელებს. მისივე თქმით, უცნობია რა სახის აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს სასამართლო. .
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან