2016-07-11 13:17:06, 1344 ნახვა
სამართალი
"თაღლითი რჩეულიშვილები ციხეში"- ხმაური თბილისის პროკურატურასთან (ვიდეო)
თბილისის მთავარ პროკურატურაში „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.
შენობის შესასვლელთან მათ მოქალაქეები დახვდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები არიან.
აქციის მონაწილეებმა რჩეულიშვილებს თაღლითები და მკვლელები უწოდეს.
თბილისის პროკურატურასთან ამ წუთებშიც დაძაბული ვითარებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან