14:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 16:02:14, 2043 ნახვა

სამართალი
ნინია კაკაბაძე პროკურატურას: სალომე ჩარკვიანი 3 შვილის თანდასწრებით რომ არ გაგეკოჭათ, ისე ვერ დააკავებდით?

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დააკავეს "ცენტრ პოინტის" გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. როგორც კაკაბაძე წერს, სალომე ჩარკვიანი ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდა და ის შვილების თანდასწრებით აიყვანეს:

"დღეს ბათუმში დააკავეს "ცენტრ პოინტის" გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. როგორც ამბობენ იყო დასასვნებელად 3 შვილთან ერთად, მათი თანდასწრებით დაადეს ხელბორკილები და ბავშვები მარტო დატოვეს. 
ასეთი საშიში კრიმინალია, 3 შვილის თანდასწრებით რომ არ გაგეკოჭათ, ისე ვერ დააკავებდით უფროსი 17 წლის არის და უმცროსები 7 და 5 წლის. კიდევ კარგი, უფროსს მოურიდებია პატარები, რომ არ ეყურებინათ, როგორ მიყავთ დედა ბორკილებით! !!!!",-წერს ნინია კაკაბაძე.

"ექსპრესნიუსი" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში  აღნიშნულის თაობაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ დეტალურ  ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics