13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 10:24:04, 584 ნახვა

სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილე მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზით მყოფ მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:  მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი, ეროვნული უშიშროების ორპალატიანი კომისიის პრეზიდენტი ისმაელ ერნანდეს დერასი; მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრი ხერარდო ფლორეს რამირესი; მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტა ელენა ბარსენა კოკი.

შალვა ხუციშვილმა მექსიკელ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, ასევე, მიმდინარე  და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics