14:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 17:43:56, 994 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  გაიზიარა და განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებული ხათუნა ბუწაშვილი   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა  და 373-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო:

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე–2 კვარტალში  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხათუნა ბუწაშვილმა მოკვლის განზრახვით პაატა ხუხუას დანით  მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ხათუნა ბუწაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა ცრუ დასმენის ფაქტზეც. 2015 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულ მერაბ კ-ს ბრალდების საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა ხათუნა ბუწაშვილმა ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე  გაუერთიანდა ხათუნა ბუწაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ  ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხათუნა ბუწაშვილს საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics