2016-07-07 18:27:49, 1099 ნახვა
სამართალი
სარფში დიდი ოდენობით მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურ სამალავში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (4,7 კგ) გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 15803,94 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.
(ns)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან