2016-07-07 18:20:46, 1022 ნახვა
სამართალი
ვალესა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოვლინდა.
მებაჟე ოფიცრებმა ჯამში, 106 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
(ns)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან