16:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 13:45:53, 640 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მოედანზე გაიხსენეს.

გენერალმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა თანამებრძოლებიც იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.

მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics