14:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 16:59:06, 600 ნახვა

სამხედრო
ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში (PFP), ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. დღეს კურსის მსმენელებმა ბუნებრივ დაბრკოლებაზე პრაქტიკული მეცადინეობები დაიწყეს. კურსის მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა პრაქტიკულ მეცადინეობამდე ხელოვნურ კლდეზე მოსამზადებელი სამუშაოები გაიარეს და დაზღვევის, ცოცვის და დაშვების ტექნიკა შეისწავლეს.

ზაფხულის საბაზისო კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთის, ლიტვის, ლატვიის, აშშ-ის, თურქეთის, უნგრეთის, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვედეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები გადიან.

სამი კვირის განმავლობაში კურსში მონაწილე 33 სამხედრო სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს შეისწავლის - სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს, ორიენტირებას ადგილმდებარეობაზე, მარშრუტების დაგეგმვას რუკაზე, გადაადგილებას კომპასის და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კოლექტიურ გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას.

სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები ბუნებრივ და ხელოვნურ კედელზე კლდეზე ცოცვის ხერხებსაც გაეცნობიან. მათ ფიქსირებულ თოკზე ასვლა, მდინარის გადალახვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელის შესწავლა და კლდიდან დაშვება მოუწევთ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც მოიცავს.

კურსის დასასრულს სამხედრო მოსამსახურეები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტებს ჩააბარებენ, რაც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებასა და 12 კმ-ზე გადაადგილებას პლუს 1200 მ-ზე ასვლას ითვალისწინებს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 15 ივლისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics