16:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 13:29:40, 589 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: საქართველო მზად არის, შავ ზღვაზე ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს

საქართველო მზად არის ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საერთაშორისო კონფერენცია - „კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ცვლილებების“ ფარგლებში რესტორან ფუნიკულიორში გამართულ ოფიციალური ვახშამზე განაცხადა.

მინისტრმა მან ვარშავის სამიტის, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს პოლიტიკაზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

„სხვადასხვა შესაძლებლობებთან ერთად ვარშავის სამიტი ყველა ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაცაა. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩვენი კომუნიკაციის სტრატეგია და რამდენად წარმატებული იქნება ის სამიტის მიმდინარეობის დროს და მის შემდეგ... ევროკავშირში მიმდინარე ძვრების მიუხედავად ალიანსი კვლავ მტკიცედ ინარჩუნებს ინტეგრაციის პოლიტიკას. აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება და ალიანსში მონტენეგროს მიღება ჩვენს განვითარებასა და წარმატებაზე დადებით გავლენას მოახდენს. მონტენეგროს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია კარის პოლიტიკა მუშაობს და ის ეფექტურია. შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებას საქართველო შესაძლებლობად აღიქვამს. საქართველო მზად არის ნატოს ყველა უსაფრთხოების პროექტს შეუერთდეს შავ ზღვაზე, რადგან ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ბრიუსელში და ალიანსის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მკაფიოდ გვითქვამს, რომ თუ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაშინ არ არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოს გარეშე. როდესაც შავ ზღვაზე ბალანსის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუმინეთი და ბულგარეთი არ წარმოადგენენ სამიზნეებს. ამ რეგიონში მთავარი სამიზნეები საქართველო და უკრაინა არიან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics