13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:31:01, 602 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით ორკვირიანი წვრთნები დაასრულა. დასკვნით საველე სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

„ჩვენ ვიმყოფებოდით ერთ-ერთ დასკვნით ეტაპზე, როდესაც უშუალოდ სროლები მიმდინარეობს. ამას წინ უძღვოდა ორკვირიანი საკმაოდ დაძაბული წვრთნები, რაც გულისხმობდა გადაადგილებას, განლაგებას, შეტევას, უშუალოდ თავდასხმის მოგერიებას და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ სროლებს, შედეგებით კმაყოფილი ვარ. იყო როგორც ხაზოვანი, ასევე წერტილოვანი მიზნების დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ დროში ეტევიან, დაცულია ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის. დამატებითი ამოცანის სახით მათ მიეცათ არაგეგმური მიზანი, რომელიც ასევე წარმატებით დააზიანეს, ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და, იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

გეგმურ საარტილერიო სწავლებაში 250-მდე სამხედრო მოსამსახურე „დანა“ ბატალიონის სამი ბატარეის შემადგენლობით მონაწილეობდა. დასკვნითი სწავლების მიმდინარეობას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი დაესწრნენ. მსგავსი ტიპის საარტილერიო სწავლებები მომავალშიც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics